თამბაქოს ფასი თანდათან გაიზრდება

0
marlboroთამბაქოს ფასი 4-5 წლის განმავლობაში თანდათანობით გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“1988 წლიდან 31 მაისს მთელს მსოფლიოში აღინიშნება, როგორც თამბაქოსგან თავისუფალი დღე. ჩვენ ვაპირებთ თამბაქოს კონტროლის გაძლეირებას ორი მიმართულებით – საინფორმაციო-საგანმანათლებლო და ამკრძალავი. საინფორმაციო კამპანია ითვალისწინებს მეტი კულტურის შეტანას იმ თვალსაზრისით, რომ შედგეს საზოგადოებრივი კონსესუსი იმის თაობაზე, რომ თამბაქო ჯანმრთელობისთვის მავნე გახლავთ. ამასთან, უნდა დავეხმაროთ თამბაქოზე დამოკიდებულ ადამიანებს, რომ მათ თამბაქოს მიტოვება შეძლონ. რაც შეეხება ამკრძალავ ღონისძიებებს, საჯარო დაწესებულებებში მოხდება სრული აკრძალვა. ასევე თანდათანობით თამბაქოს აქციზის ზრდა. ეს გახლავთ ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებული მეთოდი თამბაქოზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის. ამავე დროს გათვალისწინებულია გარკვეული რეგულაციების შემოტანა ლიცენზიების მიმართულებით. გეგმაში, რომელსაც სამთავრობო კომისია განიხილავს, აქციზის ფასის არა მყისიერი, არამედ თანდათანობით 4-5- წლის განმავლობაში ზრდაა დაგეგმილი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის განხილვა მთავრობის სხდომაზე ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომის დასრულების შემდეგ კი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: