“თანამედროვე კომბლე”-სოციალურ ქსელში ყოფილი ძალოვანის ფოტოები ქვეყნდება

0

10384914_620619051373074_1436323549418216122_nსოციალურ ქსელ facebook-ში რამდენიმე წუთის წინ ფოტოები გავრცელდა სადაც გამოსახულია ყოფილი ძალოვანი ირაკლი გაწერელია. რომ არა ერთი გარემოება, აღნიშნული ფოტოები სრულიად უბრალოდ ჩაითვლებოდა. გავრცელებულ ფოტოსურათებზე კარგად ჩანს თუ როგორ მალავს ირაკლი გაწერელია ხელკეტს.

ცნობისათვის, აღნიშნული ფოტოსურათები გუშინ, 15 მარტს აქციის მიმდინარეობისას არის გადაღებული.

10410535_620619091373070_5777112827678419082_n1111ირაკლი გაწერელია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც მოგვიანებით ენგურჰესის დაცვის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. გაწერელია რადიო “ევრაზიის” დიჯეის და შემდეგ უკვე პროკურორის მანონი (ფატი) შენგელიას მეუღლეა. ის ამჟამად ბაჩო ახალაის მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ორგანიზაციაში მეუღლესთან ერთად მოღვაწეობს.

P.S: აღნიშნულ ინფორმაციას მოგვიანებით ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა. ნადარეიშვილი smo.ge-ს მთავარ რედაქტორს ტელეფონით ესაუბრა:

სხვა ახალი ამბები: