თანამედროვე სამხრეთ აფრიკის „მამა“ ნელსონ მანდელა გარდაიცვალა

0

537235_10152131986983128_994853252_nგარდაიცვალა ნელსონ მანდელა, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი, ამ ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. 95 წლის მანდელას გარდაცვალების თაობაზე სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯეკობ ზუმამ.

მანდელას ბოლო თვეებში ფილტვის ინფექცია აუწეხებდა და მკურნალობდა შინ, სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო პერიოდი. მას სახელმწიფო პატივით დაკრძალავენ. აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი კერპი ხუთშაბათს იოჰანესბურგში, თავის სახლში „მშვიდად მიიცვალა“ ოჯახის წევრების გარემოცვაში. ზუმას თქმით, მანდელას სიკვდილით სამხრეთმა აფრიკამ თავისი „უდიდესი ვაჟი“ დაკარგა. მან მანდელას ასევე თანამედროვე სამხრეთ აფრიკის „მამა“ უწოდა.

სხვა ახალი ამბები: