თაღლითობა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით-სამეგრელოში დევნილებს ატყუებენ?

0

fuliiiiარასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. „სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენელმა თეონა ქარდავამ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის” მიერ დაზარალებული რამდენიმე პირი წარუდგინა.

მისი თქმით, ეს ადამიანები თაღლითურად მოატყუა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ლაშხიამ. მისივე განცხადებით, ლაშხია, როგორც დევნილ, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას,  ძირითადად კი ხანში შესულ ქალბატონებს, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ჰპირდებოდა, ერთ- ერთ მათგანს მან 800 ლარი გამოსძალა.

„სამეგრელოს ხმა“ მოძიებული დოკუმენტების წარდგენას „იურისტთა ასოციაციისა“ და პროკურატურისთვის აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთვარობო ორგანიზაცია კომენტარს არ აკეთებს.