თბილისის ზოოპარკში დილით ნაპოვნი ცხედარი შესაძლოა ლიზა ზარანდია იყოს

0

imgამ დილით დაახლოებით 6.00 საათზე თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე მომუშავე ჯარისკაცებმა კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი რამდენიმე წუთში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს ამ დრომდე უტარდება ექსპერტიზა. დაუდასტურებელი ინფორმაციით შესაძლოა დილით ნაპოვნი ქალის ცხედარი ხობის რაიონის სოფელ გურიფულის მკვიდრის, ლიზა ზარანდიასი იყოს, თუმცა ეს ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით, ცხედრის ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა დილით ნაპოვნი ცხედარი ლიოზა ზარანდია, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

სხვა ახალი ამბები: