თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზეა

0

gigi_ugulavaთბილის მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის პოლიციის რაონულ სამმართველოში დაკითხვაზე გამოცხადა.

როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებამ მრავალი რაკურსით გადაღებული კადრები ნახა და გამოსაძიებელი უფრო მეტად ის არის თუ ვის ეჩურჩულებოდა ნანა კაკაბაძე.

,,გამოსაძიებელი ის უფრო არის დაიკითხება თუ არა ღარიბაშვილი. მე უფრო მეტად ეს საკითხები მაინტერესებს. იმდენი გამოცდილება მაქვს, რომ შევატყობ აპირებენ თუ არა ამ მიმართულებით გამოძიების წარმართვას. რაც შეკითხვები იქნება, იმ შეკითხვებზე ვუპასუხებ”, _ განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამრთლომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანის თაობაზე გუშინ დააკმაყოფილა. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სასამართლოს პრეს–სპიკერმა ეკა არეშიძემ განაცხადა.

როგორც არეშიძემ განმარტა, შუამდგომლობის თანახმად, გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით ორჯერ გამოიძახეს საგამოძიებო ორგანოში. ორივე შემთხვევაში მოწმე საგამოძიებო ორგანოში გამოძახების შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი აცნობა გამომძიებელს.

სხვა ახალი ამბები: