თბილისის მერი საკადრო ცვლილებებს ახორციელებს

0
a23443დედაქალაქის მერი გიგი უგულავა გამოძიების წინაშე წარსადგომად მზად არის. ამასთან ვიცე–მერად  სევდია უგრეხელიძეს, მოადგილედ კი ვანო მერაბიშვილს ნიშნავს.
”ყოველგვარი ემოციების გარეშე ვიღებ ამ გამოწვევას. მზად ვარ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებისთვის, მაგრამ მივმართავ პირადად ბიძინა ივანიშვილს, დედაქალაქის მერიას ისინი ვერ დაეპატრონებიან. ბატონ დავით ნინიძეს მადლობას ვუხდი და ის გადავა მოადგილედ, პირველ ვიცე–მერად კი კანონის მიხედვით ვნიშნავ სევდია უგრეხელიძეს და ასევე ვთავაზობ მოადგილეობას ბატონ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილების გარდა დიდი სამეურნეო გამოცდილება აქვს, რათა ყველა ჩვენი პროექტი განხორციელდეს განუხრელად. ეს ყველაფერი განხორციელდება დღეიდან, თუმცა არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ბრალი დამიმტკიცდეს. მზად ვარ გამოძიებისა და სასამართლოს წინაშე წარსადგომად”,– განაცხადა გიგი უგულავამ.

 

სხვა ახალი ამბები: