თბილისის ფორუმი:- “ახალაიამ “ნაციონალები” დატოვა”

0

img“თბილისის ფორუმზე” რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სპეციალური განცხადება გააკეთა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა.

“მე მორალური უფლება არ მაქვს, რომ დავრჩე ნაციონალურ მოძრაობაში. ამ დრომდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ჩემი შვილის მიერ გავრცელებული მიმართვის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. არასოდეს მიღალატია პრინციპებისთვის, ქვეყნისთვის და არც ეხლა ვაპირებ არასწორი ნაბიჯის გადადგმას”- განაცხადა როლანდ ახალაიამ.

მისივე თქმით ის დარწმუნებულია თავისი შვილის სიმართლეში და ადასტურებს, რომ წერილი დათას დაწერილია. – “რამოდენიმე დღის წინ სკაიპით ვესაუბრე დათას. პირდაპირ არ უთქვამს მაგრამ მიმანიშნა ამ ყველაფერზე. დღეს უკვე ჩემთვის ნათელი გახდა თუ რისი თქმა სურდა მას” – აღნიშნულია “თბილისის ფორუმზე” გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა ახალი ამბები: