თბილისი “ქუჩის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისთვის” ემზადება

0

10385130_812357518782042_1410173319_n (1)ქუჩის მუსიკის ფესტივალზე ექვსასზე მეტი ქართველი და უცხოელი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. მუსიკის დღე 31 მაისს 13.00 საათიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყება, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მსმენელებისთვის სხვადასხვა ჟანრის მუსიკას დაუკრავენ.

ფესტივალი ახალგაზრდული ასოციაცია “დრონის” ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიებაში ექვსასამდე მუსიკოსი, მათ შორის 90-მდე ქართული მუსიკალური ჯგუფი, 50 სოლო–შემსრულებელი, ასევე მუსიკალური ორკესტრები ჩაერთვებიან. ასევე სპეციალურად ფესტივალისთვის ლიტვიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან,სომხეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული ახალგაზრდა მუსიკოსები დაუკრავენ.

ხუთი სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსი ფესტივალში  ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის „ახალგაზრდები მოქმედებაში“ (Youth in Action) ევროკომისიის დაფინანსებითა და ,,დრონის“ ორგანიზებით მონაწილეობს.პროექტის მიზანია ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია,საერთო  ინტერესების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, განსხვავებული სუბკულტურების მიმართ ტოლერანტობის გაზრდა დაქუჩის მუსიკის კულტურის დანერგვა საქართველოში.

ფესტივალი პირველად 2007 წელს ლიტვაში ცნობილმა მუსიკოსმა ანდრი უსმამან ტოვასმა დააარსა და ყოველწლიურად ის  სულ უფრო მასშტაბური და მიმზიდველი ხდება. მუსიკოსები უკრავენ ქუჩაში, რათა გამოავლინონ საკუთარი ნიჭი,გამოხატონ შეხედულებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ხელი შეუწყონ საინტერესო მუსიკალური იდეის განვითარებას.საქართველო ამ ფესტივალს პირველად 2012 წელს შეუერთდა.

ფესტივალის მხარდამჭერია “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”და საქართველოს მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე,  კომპანიები: ,,ლიკანი’’,  ,,ნატახტარი’’ და  Shell Lubricants Macro Distributor,

საინფორმაციო პარტნიორები არიან:  – გაზეთი “პრაიმ თაიმი”, ახალი ამბების სააგენტოები  ,,პირველი”, “ფრონტნიუსი” და “სმო ნიუსი”.

სხვა ახალი ამბები: