თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” შემაჯამებელი პრაიმერიზი აქციის ფონზე ჩაივლის

0

1000703_592743930770402_691577144_n“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს, “ექსპო ჯორჯიაში” დაგეგმილი პრაიმერიზი აქციის ფონზე ჩაივლის.

პრაიმერიზის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს პარტია “თავისუფალი საქართველო” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”.

“ჩვენი ფუნქციაა აქციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ. ვფიქრობ, “ექსპო ჯორჯიასთან” მოსვლა იქნება მათი ბუნებრივი რეაქცია. პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა პირდაპირი მნიშვნელობით მიმაჩნია, რომ “ნაციონალების” ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც. გავაპროტესტებთ მათ მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს”,-აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა.

სხვა ახალი ამბები: