თბილისში, რუსთაველის მეტროსთან კონტრაქცია დაიწყო

0

AXALI_2ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის კონტრაქცია უკვე დაიწყო. 100-მდე აქტივისტი ამ წუთებში რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, თუმცა აქცია ამ დრომდე მშვიდობიანად მიმდინარეობს.

„საქართველოს სახალხო დარბაზის“ წევრები აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია ქვეყნისთვის „მიუღებელია“ და ამ პოლიტიკური ძალის არსებობას „ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება“.

„ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის გზავნილები, რომელიც გვაფიქრებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია იგეგმება. ამას არ დავუშვებთ“ – აცხადებენ „სახალხო დარბაზის“ წევრები.

მათივე მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არეულობის მოწყობას არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობენ.

სხვა ახალი ამბები: