თეატრის საერთაშორისო დღეს ფოთის თეატრალური დასი პრემიერით შეხვდება (ვიდეო)

0

premiera fotshiფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო-დრამატული თეატრი ხვალ და ზეგ პრემიერებს მართავს. პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება ბერთოლ ბრეხტის “დედა კურაჟი და მისი შვილიები”, რომელიც ფოთის თეატრის სცენაზე მოწვეულმა ავტრიელმა რეჟისორმა რეინჰარდ აუერმა დადგა. რეჟისორი აღნიშნულ სპექტაკლზე დაახლოებით 2 თვის მანძილზე მუშაობდა.

ბერტოლდ ბრეხტის პიესა „დედა კურაჟი და მისი შვილები“, რომელიც მე-20 საუკუნის საუკეთესო ანტიმილიტარისტულ ნაწარმოებად ითვლება. წარმოდგენის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ომი საშინელებაა, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს.

სპექტაკლში ფოთის თეატრალური დასის თითქმის მთელი შემადგენლობაა დაკავებული: ნიარა ჭიჭინაძე, გია სურმავა, სანდრო გუჯაბიძე, თამუნა ჭუბაბრია, რამინ კილასონია, მარტინ ღამბარაშვილი, ნინო გოშაძე, გიორგი ჯანყარაშვილი, ნოდარ ბჟალავა, მაია კულუა, შოთა სასანია, თეიმურაზ გოგინავა, გენადი შონია, ჯანო იზორია და გუჯა ქარაია.

ფოთის თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას განცხადებით პრემიერა თეატრის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. ის იმედოვნებს, რომ სპექტაკლი მაყურებელთა დიდ მოწონებას დაიმსახურებს  და ავსტიელი რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლი წარმატებული იქნება თეატრალურ ფესტივალებზეც.

ბერთოლ ბრეხტის “დედა კურაჟი და მისი შვილები”-ს პრემიერა ფოთის თეატრის სცენაზე ხვალ. 27 მარტს 19.00 საათზე გაიმართება.