თეა წულუკიანი გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

0
news_16973საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მისი  იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის თემას სოციალური ქსელით ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

წულუკიანის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე კვირა პოლიტიკური თანაცხოვრების რთული პერიოდი იქნება და ხელისუფლების წარმომადგენლებზე ვერბალური თავდასხმებიც გახშირდება.

„დღეს დავბრუნდი საქართველოში. მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა და მოვუწოდო სიმშვიდისაკენ. როგორც ახლა უკვე ნათლად იკვეთება, მომავალი რამდენიმე კვირა თანაარსებობის რთული პერიოდი იქნება. გახშირდება ვერბალური თავდასხმები მთავრობაზე და მის წევრებზე. ჩემი, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრის ვალია, საზოგადოებას მივცე სიმშვიდის მაგალითი. ზოგიერთ ბრალდებას პასუხის ღირსად არ ვთვლი. თუმცა, სამშაბათს მექნება ეთერი პირველ არხზე, რომლის დროსაც გაშუქდება ის მნიშნველოვანი და წარმატებული ვიზიტები, რაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩავატარე და, თუ ჟურნალისტი ჩემი განათლებითაც დაინტერესდება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საზოგადოებას ამომწურავ პასუხს გავცემ. გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი ‘’– აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

სხვა ახალი ამბები: