თეა წულუკიანი: “დიახ, სასამართლო არის თავისუფალი და დიახ, ჯერ პროცესი არ დასრულებულა”

1

wulukiani„დღეს ამ განაჩენით დადასტურდა ერთი მარტივი რამ, რასაც ბევრჯერ ვამბობდი და რასაც ჩვენი მთავრობა არაერთხელ ამბობდა – სასამართლო რეალურად პროკურორებისგან თავისუფალია. მთავარი არის ერთი რამ, დიახ, სასამართლო არის თავისუფალი და დიახ, ჯერ პროცესი არ დასრულებულა. ამიტომ ის პირველი უარყოფითი რეაქცია, გაუგებრობის განცდა რაც საზოგადოებას, მათ შორის შეიძლება მეც მქონდეს განაჩენისადმი, ამას ნუ ავყვებით, რადგან პროცესი გრძელდება. პროკურატურა გააორმაგებს თავის ძალისხმევას. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საქმის მასალებში არის გამოძიების დროს მოპოვებული არაერთი მტკიცებულება ბრალის შესახებ, პროკურატურა გაორმაგებული ძალისხმევით თუ გადაწყვეტს და, მე როგორც ვიცი გადაწყვეტენ განაჩენის გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში, კიდევ უფრო მეტი შემართებით და ძალისხმევით დაუჭერენ ბრალდებას მხარს”

სხვა ახალი ამბები: