თეა წულუკიანი “თავისუფალ დემოკრატებს” ტოვებს

0

20130924154131teaaaსაქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “თავისუფალ დემოკრატებს დღესვე მიმართავს აღნიშნული პარტიის დატოვების თაობაზე. მინისტრს მიაჩნია, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ.

“მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ძალიან ძვირფას ადამიანს, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ ამ კონტექსტში დღეს ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები, მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი – ეს არის ევროატლანტიკური კურსი და მე ვაგრძელებ. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ, ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

სხვა ახალი ამბები: