თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება

0

wulukianiiიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მას არასდროს არ ჰქონია ხელშეშლა პროევროპულ გზაზე სიარულის დროს და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ გზას ადგას.

მისივე თქმით, სანამ მას არ ექნება ხელშეშლა აღნიშნული მიმართულებით, ის და მისი გუნდი რჩებიან თანამდებობებზე.

„ჩემი განცხადევა საზოგადოების ყველა წევრისათვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. ის რაც ხდება, უკიდურესად სამწუხაროა. ამ მძიმე ფონზე მაქვს ვალდებულება  საზოგადოებას ვუთხრა, რომ ივანიშვილის და შემდეგ ღარიბაშვილის თითოეულმა წევრმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს ევრპული გზის გამტკიცებაში. სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს საერთაშორისო წარმატება გადაფარა“,- განაცხადა წულუკიანმა.

სხვა ახალი ამბები: