თეა წულუკიანი: “იუსტიციის სახლი სამეგრელოში მოდერნიზებული, თანამედროვე სახელმწიფოს სახეა”

0

tea wulukiani2ზუგდიდში იუსტიციის სახლი გაიხსნა. იუსტიციის რიგით მეცამეტე სახლი მოქალაქეებისთვის ღიაა. ზუგდიდში მდებარე შენობის გახსნის პატივი იუსტიციის მინისტრს ხვდა წილად. თეა წულუკიანმა სამეგრელოში, როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მთავრობის წევრები მიიწვია.

 სახლი, სადაც “ერთი სივრცის პრინციპით” 300-მდე სერვისის მიღებაა შესაძლებელი, თეატრის ქუჩის ორ ნომერში მდებარეობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზუგდიდის იუსტიციის სახლი სამეგრელოს რეგიონში პირველი ფილიალია და სიდიდით ფილიალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

10256225_296872497142996_6051574112940383650_n10349149_296872283809684_7141447399521452220_n10373794_296872443809668_4107717197214006479_n“მინდა მივულოცო ზუგდიდელებს და სამეგრელოს მოსახლეობას რეგიონში პირველი იუსტიციის სახლის გახსნა. ეს არის პირველი იუსტიციის სახლი, რომელიც ამ მთავრობის პირობებში აიგო, რომლის პროექტზეც ჩვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიმუშავეთ. გავამარტივეთ და უფრო გავაიაფეთ ის, რომ  უფრო ნაკლები თანხები ჩადებულიყო ამ სახლში, მაგრამ ხარისხი ყოფილიყო იგივე. ეს არის იუსტიციის სახლი, რომელიც ლენტის გაჭრის წამიდან ექსპლუატაციაში შევიდა და რაც მთავარია არის უსაფრთხო.  ეს სახლი არის ასევე დატვირთული სიმბოლოზმითაც, რადგან ეს არის იუსტიციის სახლი, რომელიც ახლოს არის ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. მე მჯერა, რომ ეს სახლი ხიდის ფუნქციასაც შეასრულებს. ჩვენ ის მთავრობა ვართ, რომელიც პროგრესისთვის მუშაობს და ეს არის სამეგრელოში მოდერნიზებული, თანამედროვე სახელმწიფოს სახე, რომელიც ჩვენი მომავალი თაობებისთვის შენდება და უკეთესი მომავლისთვის შენდება,”-აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

სხვა ახალი ამბები: