თეა წულუკიანი: “მე არსად წასვლას არ ვაპირებ”

0

a25234იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი არსად წასვლას არ აპირებს.

როგორც მინისტრმა გადაცემა ” პოზიციაში” საუბრისას აღნიშნა, როცა ქვეყანა ასეთი გამოწვევის წინაშეა, არსად წავა.

“ძალიან ბევრჯერ გაისმა, რომ უჯრაში მაქვს განცხადება და გადადგომას ვაპირებ. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მით უმეტეს, რაც რუსეთმა განაახლა მავთულხლართების გაბმა, იქ, სადაც არ უნდა იყოს. მე ვარ ერთ-ერთი რიგითი, მაგრამ მთავრობის წევრი და როცა ქვეყანა ასეთი გამოწვევის წინაშეა, არსად წავალ. არც მქონია გადამალული განცხადება და არც ახლა ვაპირებ მის დაწერას”,-განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ არც ზეპირი და არც წერილობითი სახით გასული 11 თვის განმავლობაში გადადგომის სურვილი არასდროს გაასჩენია.

სხვა ახალი ამბები: