თეა წულუკიანი: “ჟვანიას საქმეზე მალე ხელშესახები შედეგები იქნება”

0

2013070813281301საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ინფორმაცი, რაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით იყო, ადასტურებდა იმას, რომ ის სცენარი, რაც საზოგადოებას მაშინ გააცნეს, შესაძლოა, არ ყოფილიყო ისეთი საფუძვლიანი, როგორც ეს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიჩნია.

როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, გამოძიება სწრაფი ტემპით მიდის და ხელშესახები შედეგები ძალიან მალე გახდება ცნობილი.

“ინფორმაციები, რაც იყო ჯერ კიდევ, ვიდრე მე გახლდით საპროკურორო უფლებამოსილებით აღჭურვილი, ადასტურებდა იმას, რომ ის სცენარი, რაც საზოგადოებას მიაწოდეს მაშინ, შესაძლოა, არ ყოფილიყო ისეთი საფუძვლიანი, როგორც ეს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიჩნია. როგორც ჩანს, ამ მხრივ მუშაობა უფრო სწრაფი ტემპით წავიდა და როგორც მთავარი პროკურორი ამბობს, მალე იქნება ხელშესახები შედეგები. მანამდე უნდა მოხდეს გვამების ექსჰუმაცია, რა თქმა უნდა, ოჯახებთან შეთანხმებით”, – განაცხადა წულუკიანმა.

სხვა ახალი ამბები: