“თეთრი ლეგიონის” მეთაური მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

0

zamushiaaaaaყოფილი პარტიზანული შენაერთის, “თეთრი ლეგიონის” მეთაური ზურაბ სამუშია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიის მოსახლეობას, ამავე სოფელში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და აფხაზეთის ომის დროს მის თანამებრძოლებს შეხვდა.

პარტიზანული შენაერთის ყოფილმა მეთაურმა შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობასა და ყოფილ თანამებრძოლებს 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. აქვე აღნიშნა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს.

“ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი და ლიდერი საქართველოში, რომელიც საკუთარ სახლებში დაგვაბრუნებს. მე ამის ღრმად მწამს და მჯერა. ამიტომაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ სწორედ “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს და ხელიდან არ გავუშვათ შანსი ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და გაერთიანებისა. მე მოგიწოდებთ, ვიაქტიუროთ 27 ოქტომბერს და გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ხმა მივცეთ გიორგი მარგველაშვილს.”-აცხადებს ზურაბ სამუშია.

ცნობისათვის, “თეთრი ლეგიონი” იყო არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც შედგებოდა ეთნიკური ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც აფხაზეთში დარჩნენ საქართველოს რეგულარული არმიის აფხაზეთის ომში (1992-93 წლებში) დამარცხების შემდეგ. აღნიშნული დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ ერთად, რომელიც ასევე არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე, განაგრძობდნენ პარტიზანულ ბრძოლას აფხაზეთის ჯარებთან ცეცხლგამყოფი ზოლის გასწვრივ 90-იან წლებში.„თეთრ ლეგიონს“  ზურაბ სამუშია მეთაურობდა.

სხვა ახალი ამბები: