“თეთრი ლეგიონის” მეთაური წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

0

55705“თეთრი ლეგიონის” ყოფილმა მეთაურმა მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ჯვარის, ფახულანის ფოცხო-ეწერის, წყოუშის, მუჟავას და ჭალეს თემში ჩასახლებულ დევნილებთან ზურაბ სამუშიამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. დევნილებმა აღნიშნეს, რომ მთელი ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლება მხოლოდ ჰპირდებოდა სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და დახმარებას, თუმცა ეს დაპირებები რეალობაში არ სრულდებოდა.

“ჩვენ გვიჭირდა, გვშიოდა და გვწყუროდა, დასაწოლი არ გვქონდა და ჩასაცმელი-დასახური, სააკაშვილის კრიმინალური ხელისუფლება კი ჩვენთვის განკუთვნილ დახმარებებს საწყობებში ალპობდა. ასეთი ხელისუფლება მართლაცვ უნდა გასამართლდეს, ამავე დროს ყველა დევნილი გონს უნდა მოვეგოთ და ხელმეორედ არ უნდა დავუშვათ შეცდომა, რომ იგივე განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ის დრო დაგვიბრუნდება. ბიძინა ივანიშვილმა გადაგვარჩინა და ისევ მას უნდა მივენდოთ. ჩვენ ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატს ვაძლევთ”-აღნიშნავდნენ შეხვედრაზე მისული დევნილები.

ზურაბ სამუშიასთან წინასაარჩევნო შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მისი თანამებრძოლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა ემოციურ ფონზე წარიმართა. “თეთრი ლეგიონის” მეთაური დევნილებს შეჰპირდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნდეს და აფხაზებთან წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრული ურთიერთობა ისევ აღადგინოს.

სხვა ახალი ამბები: