თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე პრაქტიკული სწავლება სამეგრელოში

0

306990_315742151892312_1571961762_nგაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით სამეგრელოს რეგიონში მეორე წელია ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდების დანერგვის ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მცენარეთა საკარანტინო მავნებლის – თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე პრაქტიკული სწავლება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული სწავლების პროცესში. გასულ წელს გადამზადდა 40-მდე ადგილობრივი თემის მობილიზატორი და ოპერატორი. მიმდინარე წელს მზადდება 70 -მდე თემის წარმომადგენელი, სოფლის რწმუნებული და სოფლის მეურნეობის სამმართველოს ადგილობრივი წარმომადგენელი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქმიანობის ძირითადი კომპონენტებია ადგილობრივი თემის მობილიზაცია, ინფორმირება და სწავლება, ასევე მოსახლეობის ტექნიკური დახმარება შესაწამლი აგრეგატების გადაცემით.

აღნიშნული პროექტით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბიოლოგიური პრეპარატით წამლობის დანერგვას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გასულ წელს გალის სოფელ ნაბაკევში დამუშავდა 800 ჰა ფართობი. ბიოლოგიური ღონისძიებები ჩატარდა ასევე ზუგდიდის სოფლებში – კოკსა და ხურჩაში. მიმდინარე წელს არეალი გაფართოვდა. გალში დამუშავდება სოფლები – ნაბაკევი, ზემო ბარღები და თაგილონი. ზუგდიდში – ხურჩა, კოკი, ორსანტია და შამგონა, სადაც დამუშავდება 2000 ჰა-ზე მეტი ფართობი.

ამ პროგრამის ფარგლებში გასულ წელს მოსახლეობას გადაეცა 750 ერთეული ზურგსაკიდი ძრავიანი აგრეგატი. მიმდინარე წელს იგეგმება დამატებით 20 ცალის გადაცემა.

სხვა ახალი ამბები: