თემურ ნადარაია: “გალელებს ქართული პროპაგანდა ტვინს ურეცხავს”

0

nadarayaოკუპირებული გალის რაიონში ქართული ტელემაუწყებლობა გაზაფულის დასაწყისისთვის შეწყდება. ქართულ ტელეარხებს კი გალის ტელევიზია ჩაანაცვლებს, რომელიც სამ – აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე იმაუწყებლებს. განცხადება ამის შესახებ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ გააკეთა.

“გალის რაიონის ქართულ საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობს. რაიონის მცხოვრებლებს ქართული პროპაგანდა ტვინს ურეცხავს. ქართული ტელევიზიის საპირწონე უნდა შევქმნათ. მაუწყებლობას ვგეგმავთ აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე. მიმდინარე წლის განმავლობაში გალის ტელევიზიამ მაუწყებლობა უნდა დაიწყოს”, – აცხადებს თემურ ნადარაია.

სხვა ახალი ამბები: