თენგიზ გუნავამ განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერა

0

get_imgპრეზიდენტის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თენგიზ გუნავამ განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დღეს დაწერა. აღნიშნული განცხადება მან დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დატოვა, თუმცა მისი განცხადების დაკმაყოფილებამდე ის ჯერ კიდევ თანამდებობაზე რჩება და თავის უფლება-მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს.

“დღეს დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩავაბარე.  როგორც კი დააკმაყოფილებენ ჩემს თხოვნას, იმ დღესვე წავალ და გავაგრძელებ პარტიულ მოღვაწეობას. ამ განცხადების დაკმაყოფილებას ალბათ მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. მე ისევ ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, თუ სად ვიქნები”-განაცხადა თენგიზ გუნავამ smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

სხვა ახალი ამბები: