თენგიზ გუნავას განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებენ

0

europსამეგრელო ზემო -სვანეთის გუბერნატორს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თენგიზ გუნავა დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში – ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. ხოლო ბრალდების მესამე ეპიზოდით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ეხება და გულისხმობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ გუნავა აღნიშნულ ეპიზოდში უდანაშაულოა.

რაც შეეხება ბრალდების ორ ეპიზოდს, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამინისტიის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი 4 წლამდე შემცირდება. თენგიზ გუნავა განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.როგორც თენგიზ გუნავას ადვოკატმა გოგა ონიანმა „პირველ რადიოსთან“ განაცხადა განაჩენს დაცვის მხარე გაასაჩივრებს და იმის გამო, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი საქართველოში არ აქვს, ონიანის თმით საჩივრით სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავს.

„თენგიზ გუნავას დაკავებიდან დღემდე გადაწყვეტილების გამოტანამდე ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. ამ ადამიანს ჩაუდეს ნარკოტიკი, ჩაუდეს იარაღი. შემდეგ როცა ის დაუსყლდათ დაიწყეს სხვა ეპიზოდებზე მოძიება ვითომ მტკიცებულებების. ამორალურია გადაწყვეტილება როდესაც ბედუკაზე არის გმირი და ვიცნც იბრძოდა თავისი ქვეყნისთვის მას 4 წელი მისუსაჯეს“,-განაცხადა გოგა ონიანმა.

სხვა ახალი ამბები: