თენგიზ გუნავას დაკითხვა სამეგრელოს საოლქო პროკურატურაში დასრულდა

0

gunavaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის თენგიზ გუნავას დაკითხვა სამეგრელოს საოლქო პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თენგიზ გუნავამ დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა.

დაკითხვიდან გამოსულმა გუბერნატორმა პრესისთვის კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ეხვაიას საქმესთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია და მისი დაკითხვა მხოლოდ მის დაშინებას უკავშირდებოდა. თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ მიუხედავად მრავალგზის დაშინების მცდელობისა, ის არ გატყდება და სიმშვიდეს შეინარჩუნებს.

თენგიზ გუნავას გამოსვლას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან მისი მხარდამჭერები ტაშთა და ოვაციებით შეხვდნენ.

სხვა ახალი ამბები: