თენგიზ გუნავას მიერ დაანონსებულ მოსალოდნელ პროვოკაციებს ლაშა გოგია თითიდან გამოწოვილს უწოდებს

0

gunavaaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნარორი თენგიზ გუნავა დღეს ზუგდიდში დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაზე პროვოკაციის მოწყობას დილიდან აანონსებს. მისი განცხადებით პროვოკაციას ”ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია ”დაიცავი საქართველოსთან” ერთად გეგმავს. თენგიზ გუნავას პრესკონფერენციაზე მისულ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს დღეს კომპაქტ დისკები გადასცეს, სადაც ჩაწერილია ”ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა გოგიას და ”დაიცავი საქართველოს” ლიდერის კახა მიქაიას ფარული შეხვედრის კადრები.

თენგიზ გუნავას ბრალდებებს ”ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია პასუხობს და აცხადებს, რომ ის რაც გუნავამ პრესკონფერენციაზე გააჟღერა თითიდან გამოწოვილია და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.

”კახა მიქაია და მე დიდი ხანია ვმეგობრობთ და ის რომ მე და კახა ერთმანეთს შევხვდით არაფერს არ ამტკიცებს. ჩვენ არანაირ პროვოკაციებს არ ვგეგმავთ, ეს ”ნაციონალური მოძრაობის” ზღაპრებია. ფარული კადრები იმის შესახებ, რომ მე კახა მიქაისთან ერთად გადამიღეს-სასაცილოა. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, რადგან არაფრისგან ყველაფერი შექმნან”-აცხადებს ლაშა გოგია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში 17.00 საათზე ”ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

სხვა ახალი ამბები: