თენგიზ გუნავას მიხეილ სააკაშვილი ხვალ ავლაბრის რეზიდენციაში მიიღებს

0

get_img (1)საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს თენგიზ გუნავას დღეს ვერ მიიღებს. ყოფილი გუბერნატორისა და მოქმედი პრეზიდენტის შეხვედრა ხვალ 15.00 საათზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია თენგიზ გუნავამაც დაადასტურა.

ხვალინდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ გადაწყდება დატოვებს თუ არა თენგიზ გუნავას მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე, თუმცა სხვა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. თენგიზ გუნავა კი დღეს მშობლიურ ქალაში ჩამოვიდა.

სხვა ახალი ამბები: