თენგიზ გუნავა დღეს სამსახურში გამოცხადდა

0

gunavaპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ შეწყალებული თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე დღეს ოფიციალურად ისევ დაბრუნდა.

გუნავას განცხადებით ის მზად არის რეგიონის საკეთილდღეოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში განაგრძოს მუშაობა და ითანამშრომლოს გამგეობებსა და საკრებულოებთან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით სასამართლომ დაახლოებით ოთხი კვირის წინ თავისუფლება ოთხი წლით აღუკვეთა ტენგიზ გუნავამ ე.წ ”მატროსოვის ციხეში” თვრამეტი დღე გაატარა. 30 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ გუნავა შეიწყალა და იმავე რამით პატიმრობიდან გაათავისუფლა. 1 აგვისტოს თენგიზ გუნავა პრეზიდენტმა გუბერნატორის პოსტზე აღადგინა.

სხვა ახალი ამბები: