თენგიზ გუნავა მინისტრ სუბარის ბრალდებებს უარყოფს

0

gunava„შეუძებელია იმ ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდებოდა, თუნდაც აი იმ სამალავებზე თუნდაც მწამებლებზე რომლებიც თავმოყრილი იყო ამ სისტემაში, შეუძლებელი არ დადგეს სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი“ – აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და სახალხო დამცველის დროინდელ ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს როდესაც ექიმი ემხვაიას წამებაში მეგის ქარდავა და თენგის გუნავა ამხილა.

„ ეს ის მეგის ქარდავაა რომლეიც ჩემს ყველა დასკვნაში ფიგურირებს როგორც მთავარი მწამებელი. მეგის ქარდავასთან ერთად მოხსენიებული გვყავს როგორც მწამებელი თენგიზ გუნავა რომელიც მან გუბერნატორად დანიშნა. ეს ის თენგიზ გუნავაა, რომლემაც მეგის ქარდავასთან ერთად სასტიკად აწამა ექიმი გოჩა ემხვაია. მერე ეს ადამიანი წაიყვანეს და ზღვაში გადაგდებას უპირებდნენ. რატომღაც ეს გადაწყვეტილება გზაში შეცვალეს , წამოიყვანეს ის და ციხეში ჩასვეს. წამებისგან ეს ადამიანი ცუდად რომ არ გამხდარიყო ჩვენ ვერც კი გავიგებდით ამ ამბავს. ეს ადამიანი, რომელიც ჩამოვიყვანეთ თბილისში ემპათიასთან ერთად და სამი კვირა საავადმყოფოში იყო და შემდეგ გადამალული გვყავდა ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. ვინ სად შეეპარათ როდესაც ათობით საქმე მაქვს გაგზავნილი მეგის ქარდავაზე?“ – განაცხადა სუბარმა გადაცემა „პოლიტმეტრში“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი თენგიზ გუნავა სუბარის ბრალდებებს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ მას არ უწამებია ექიმი ეხვაია.

„არც ის ვიცოდი, რომ ასეთი ფაქტი მოხდა თორემ ამას არავის ვაპატიებდი ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. როცა მე ვიყავი სამხარეო პოლიციის უფროსი წამების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.“-აცხადებს გუნავა.

სხვა ახალი ამბები: