თენგიზ გუნავა მისთვის ბრალის მოსხნით უკმაყოფილოა

0
tengiz_gunavaაუდიო ინფორმაცია!
[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/gunava.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]
სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა სასამართლოს მიერ მისთვის ბრალის მოხსნით უკმაყოფილოა. როგორც თავად აცხადებს, მას სურდა, საკუთარი სიმართლე მხოლოდ სასამართლოს გზით დაემტკიცებინა.
„არ მინდოდა, ბრალი მოეხსნათ. მინდოდა, სიმართლე სასამართლოს გზით დამემტკიცებინა და დასჯილიყვნენ ის პირები, ვინც უკანონო ბრძანება გასცა. გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვარ, რადგან რეალური დამნაშავეები თავისუფლად დადიან. პროკურატურის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, სწორედ ამას ისახავდა მიზნად”,– განაცხადა გუნავამ.
შეგახსენებთ, რომ გუნავას ნარკოტიკების უკანონოდ შენახვა–მოხმარებისთვის და იარაღის უკანონოდ ტარებისთვის წაყენებული ბრალი დღეს სასამართლომ პრპოკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოუხსნა.
„ვინაიდან საპროცესო ნორმების უხეში დარღვევა საფუძვლიან ეჭვს იწვევს გარკვეული გარემოებების შესახებ, ბრალდებები მოვხსენით. რაც შეეხება თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, აღნიშნულზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს”,–განმარტა პროკურორმა ვალერი ადეიშვილმა.
თავად გუნავას განცხადებით კი, მას ნარკოტიკი იძულებით მიაღებინეს, იარაღი კი ჩაუდეს. შესაბამისი საჩივრით თავის დროზე მან პროკურატურასაც მიმართა. საქმესთან დაკავშირებით 5 პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს. პროკურატურის განცხადებით, ნარკოტიკისა და იარაღის ჩადების ფაქტი არ დადასტურდა, თუმცა დადასტურდა პროცედურული დარღვევები.
გუნავასთან გამოძიებას პრეტენზიები კიდევ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს, რაც უფლებამოსილების გადამეტებასა და ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში გამოიხატება.

სხვა ახალი ამბები: