თენგიზ გუნავა სამეგრელოში შეჩერებულ პროექტებზე საუბრობს

0

a553939392b4689e52dea84eba6b61c7„ანაკლიაში უკვე დაიხურა ერთ–ერთი ულამაზესი არქიტექტურული პროექტი სასტუმრო „ოქროს საწმისი”. სასტუმროს დახურვამდე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაუფრთხილებელი ფინანსური შემოწმება განახორციელა. ხოლო სასტუმროს მეპატრონე კი, ფინანსური პოლიციის მიერ შემოწმების შედეგების დადებამდე დააკავეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. უამრავი ადგილობრივი იყო დასაქმებული როგორც სასტუმროებში, ასევე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას და ამ ადამიანების ერთადერთი შემოსავალი სწორედ ეს იყო, მოსახლეობა უკიდურესად იმედგაცრუებულია და სრულ გაუგებრობაშია რატომ ხდება რეგიონში მიმდინარე პროექტების შეჩერება, მთავრობისგან კი ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს,”– აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი თენგიზ გუნავა და აქვე დასძენს, რომ სამეგრელოს რეგიონში ყველა დაწყებული პროექტი თითქმის შეჩერებულია. მისივე განმართებით ჯერჯერობით არც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პოზიციებია გარკვეული შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებთ.

„სამეგრელოს რეგიონში დაწყებული და დაგეგმილი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია. ერთადერთი, რაც ხორციელდება, ეს არის წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია კონკრეტული პოზიცია და ხედვა, თუ რა ბედი ელის სამეგრელოს რეგიონში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს,”-აცხადებს გუნავა.

სხვა ახალი ამბები: