თენგიზ გუნავა VS ლალი ანთია

0

582742_490730147639309_1492546669_n (1)პრეზიდენტის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თენგიზ გუნავამ ადგილობრივი მედიისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც საინფორმაციო სააგენტო SMO.GE მიწვეული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე გუნავას მიერ გაკეთებული განცხადების მოსმენა სხვა მედიასაშუალებების დახმარებით შევძელით. სამეგრელოს გუბერნატორმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მომხდარი ფაქტი ხელისუფლებას დაუკავშირა. მისი მთავარი ადრესატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დედა ლალი ანთია გახდა.

“პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი სოფელ ნარაზენის ცენტრში შეკრებილ  მოსახლეობასთან, თუმცა ამის საშუალება მას დესტრუქციულად განწყობილმა ადამიანების ჯგუფმა არ მისცა. ეს ეხება ლალი ანთიას, კახა მიქაიას და დალი ლატარიას. ლალი ანთია არის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის დედა. ამიხსნას ხელისუფლებამ, თუ არ ერევა ამისთანა ბინძურ აქციებში, ამ შემთხვევაში გამგებლის მოადგილის დედას რა საქმე ჰქონდა მანდ. მინდა ხუმრობით ვთქვა, რომ, რაც ამ ადამიანებმა დაიწყეს კვერცხების შეძენა, ზუგდიდის ბაზარში კვერცხები გაძვირდა. როცა ხელისუფლება მსგავს აქციებს უწყობს ოპოზიციას და ქვეყნის პრეზიდენტს, არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ხალხს დაელაპარაკოს, ეს მათი დასასრულის დაწყებაა“, – აცხადებს თენგიზ გუნავა.

დღესვე გუნავას პასუხობს ბრალდების ადრესატი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გურგენ სართანიას დედა ლალი ანთია და სამეგრელოს გუბერნატორს ერთ ჩვეულებრივ ზონდერს უწოდებს.

“გუნავა ყველაფრის შემსრულებელი იყო. ის იყო პირველი ზონდერი. ახლაც ასრულებს მიშას დავალებას. სისხლის სამრთლის პასუხისგებაში მიცემული ადამიანი გუბერნატორად ზის. რისი გუბერნატორია, გამგებლები მაგასთან არ მიდიან და რწმუნებულები. ერთი დარჩა მაგას, საცოდავი საკრებულო. აბნეული და დაბნეული საკრებულოს წევრები და თავმჯდომარე, საით წავიდნენ თვითონაც არ იციან და დაყავს ესენი აქეთ-იქით. ხვალ გავაკეთებ საჯარო განცხადებას და ვეტყვი გუნავას, რატომ დამიჭირა მიშამ და რატომ გამომიშვა“, -აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: