თენგიზ ჯგუშიამ და მისმა ამალამ წუხელ რესტორან “სამეფოში” ღრეობა გამართა

0

DSC01173ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის მამამთავარმა და სულისჩამდგმელმა თენგიზ ჯგუშიამ წუხელვე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან გეზი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირისკენ აიღო. ბოლოდროს ფართომაშტაბიან ქეიფებს შეჩვეულმა ჯგუშიამ “მეორედ მოსვლის” დასაწყისი “დაასველა”. მან და მისმა რამდენიმე გუნდის წევრმა ღრეობა გამართეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, რესტორან “სამეფოში”.

ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თენგიზ ჯგუშიამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ მას და მის ორგანიზაციას დაფინანსება არ გააჩნიათ, თუმცა ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში ღრეობის მოწყობა მაინც შეძლეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარო იტყობინება ქეიფი და დროსტარება ახლადაღმოცენებული ორგანიზაციის აღსანიშნავად გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

“არცერთ საბანკო ანგარიშზე არანაირი თანხები არ მერიცხება, ასევე იხილავთ ცნობას ჩემი ხელფასის ოდენობის შესახებ და ინფორმაციას ჩემს მიერ მანქანის თუ სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთის შესაძენად აღებული სესხის და გადახდის მიმდინარეობის თაობაზე.”-წერს სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე თენგიზ ჯგუშია, თუმცა როგორც იტყვიან, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. საინტერესოა რა თანხებით აწყობს თენგიზ ჯგუშია ღრეობებს ზუგდიდის ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებში, თანაც მთელი ღამით?!

სხვა ახალი ამბები: