თენგიზ ჯგუშიას ვნებები ანუ რა ამოძრავებს “მოტივტივე პოლიტიკოსს”?

0

10341646_477019342431431_1588395277870585094_nარასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” ლიდერი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას “ქართული ოცნება” პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც შევარდნაძის ეპოქის ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი აცხადებს, მის მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიიზაციას “ზეწოლით შეწუხებულმა” პედაგოგებმა და სკოლის დირექტორებმა თავად მიმართეს, თუმცა ჯგუშია კონკრეტულ პიროვნებებს თუ ვინ მიმართა ვერ ასახელებს.

საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ თენგიზ ჯგუშია “განგაშის ასატეხად” მსგავს თემებს თავად არჩევს, რადგან შემდგომში “მწვავე საკითხებით” იმანიპულიროს და საზოგადოებას ხმაურიანი გამოსვლებით ხშირად შეახსენოს თავი. ბოლო თემა, რაც თენგიზ ჯგუშიამ თითზე დაიხვია, ხელისუფლების მიერ “დატერორებული” პედაგოგებია.

თენგიზ ჯგუშიამ, თანამოაზრეებთან ერთად, რამდენიმე საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია გამართა. ჯგუშიას განმარტებით, აქციები მიმართულია არა სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების, არამედ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

„ქართული ოცნება“ ერთი ერთზე იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ მიდგომებს. სკოლის დირექტორებსა და მენეჯმენტს სახელისუფლო პარტია აიძულებს “ოცნებაზე” მუშაობას. საქართველოში არ მომხდარა და ზუგდიდში ორი სკლის, მეოთხე და ფრანგულის სკოლის დირექტორები ძალით შეიყვანეს „ოცნების“ რიგებში. ამ ორმა უღალატა მოსწავლეებს და პროფესიულ სინდისს“, – აცხადებს თენგიზ ჯგუშია.

მედიის კითხვაზე, ხდებოდა თუ არა ანალოგიური შემთხვევევბი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ,ჯგუშიამ განაცხადა,რომ ყოფილი ხელისუფლების დროს იყო აშკარა.

“ვიქნები ობიექტური და ვიტყვი იყო აშკარა და იყვნენ საარჩევნო პროცესების დაგეგმარების მონაწილეებიც კი, ახლა არის არა ასეთი , ღიად არის შენიღბული მაგრამ შინაარსით იგივე. დღეს პარტიულ აქტივისტებათ აქციეს დირექტორები, ნაციონალებსაც კი არ უცდიათ ასეთი რაღაც მასწავლებლებისთვის გაეკეთებინა“-აღნიშნავს ჯგუშია, თუმცა კითხვაზე, მაშინ რატომ არ იმაღლებდა ის ხმას მსგავსი უკანონობის წინააღმდეგ, პასუხს არ სცემს და დუმილს არჩევს.

„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ საპროტესტო აქციები ზუგდიდის პირველი, მეორე, მეოთხე საჯარო და ფრანგული სკოლის შენობების წინ გამართა.

თენგიზ ჯგუშია ფრანგული და მეოთხე სკოლის დირექტორებს, კახა ფარცვანიასა და ნათია ხუფაცარიას “ქართული ოცნების” რიგების დატოვებისკენ მოუწოდებდა. ფრანგული სკოლის მახლობლად მცხოვრებნი კახა ფარცვანიას გამოესარჩლნენ და თენგიზ ჯგუშიას აქციას მიუღებელი უწოდეს. თავად სკოლის დირექტორები და პედაგოგები ჯგუშიას ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან, რადგან ბრალდებები თითიდან გამოწოვილია.

თენგიზ ჯგუშიას ბოლოდროინდელ გამოხტომებს პოსტებს უძღვნიან სოციალურ ქსელ facebook-შიც. სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად გახარია თენგიზ ჯგუშიას მოტივტივე პოლიტიკოსს უწოდებს და მას “ნაციონალური მოძრაობის” პროექტად მიიჩნევს.

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მუდმივად ტივტივებდნენ. თენგიზ ჯგუშია სწორედ ასეთ მოტივტივე პოლიტიკოსებს განეკუთვნება. მისი პოლიტიკური მორალი ძალიან მარტივი და სწორხაზოვანია – ისარგებლე ვითარებით. მისი – პარტიიდან პარტიაში “მოხეტალე „რაინდის – პოლიტიკური განადგურება ყველაზე ადვილად „ნაციონალებს“ შეეძლოთ. ამის მოტივიც ქონდათ, ფაქტებიც – მაგრამ თავი შეიკავეს. ჯგუშია ის კაცია, რომელსაც ზუგდიდი და მისი პრობლემები მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება და ცალკეული პოლიტაქტივობებისას. და მაინც რა უნდა ჯგუშიას? რა ვნებები აქვს მას? არაფერი ბევრი, დავალებას ასრულებს და ფულს აკეთებს. რამდენიმე კომპანიას გამოციცქნა ფული, „ყოფილ სამსახურში“ ადგილი დაიბევა და სექტემბერში ისევ იქ დაბრუნდება. თუმცა კომპანიონები „დააბოლა“, რომ გაიმარჯვებს და სამეგრელო მერე მისი იქნება.”-ნათქვამია ზვიად გახარიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

 

სხვა ახალი ამბები: