თენგიზ ჯგუშიას მორიგი ისტერია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

0

Снимокზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხმაური მოჰყვა მოქალაქე ვახუშტი ფარცვანიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის ახალი სტრატეგიის, დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხის განხილვას. ხმაური კი ტრადიციულად შევარდნაძის ფავორიტმა, ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა თენგიზ ჯგუშიამ გამოიწვია. მან შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას მიმართა თუ რას ფიქრობდნენ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენასა და ამ მოთხოვნით, ერთ–ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებულ ხელმოწერებზე.

„არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნები გამოიყენოს რომელიღაც პატარა ჯგუფმა და არასაგნობრივი განხილვების გზით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. მერე იცით რა მოხდება? მთავრობა მიანიჭებს ქალაქს სტატუსს, ეს ჯგუფი გამოვა და იტყვის, რომ მოგვცეს სტატუსი და ჩვენ გავიმარჯვეთ. “ფეისბუკის” გვერდიდან უნდათ მოსახლეობისთვის თვალის ახვევა ბიუჯეტის ფულის მფლანგველებს, რომლებიც ამისთვის ციხეში ისხდნენ. მაშინ უნდა გამოეჩინათ ქვეყნის სიყვარული. მე ვარ აგერ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერაფერი დასწამა“, –განაცხადა ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა მერაბ ქვარაიამ კი თავისთავად პროვოკაციული უწოდა თენგიზ ჯგუშიას გამოსვლას და შეურაცხმყოფელ გამოსვლებს დევალვირებული პოლიტიკოსის ერთ ჩვეულებრივ გამოსვლად შეაფასა და იქვე პასუხიც გასცა.

„ხელისუფლების ინიციატივას შეეგება ქალაქის მოსახლეობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდს დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ამაზე განმარტებები არაერთხელ  გაკეთდა. რაც შეეხება ბატონის რეაქციას და მის მოქმდებებს, სამწუხაროდ დღესაც არიან დევალვირებული პოლიტიკოსები. ისინი ცდილობენ რეინკარნაციას. მუდმივად ეძებენ ობიექტებს, რომელთა კამათში შესაძლოა შეიქმნან ხმაურიანი იმიჯი და გარკვეულად წამოტივტივდნენ საზოგადოებაში. მსგავსი მოქმედებები არის პროვოკაცია და ვფიქრობ, რომ ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

თენგიზ ჯგუშია მერაბ ქვარაიასთან დაპირისპირების შემდეგ “ქუჩაში წამოწოლილ” ქალებსა და მათთან ასოცირებულ ლალი ანთიასაც გადაწვდა. როცა ამითაც ვერ იოხა გული ის მედიის სხვა წარმომადგენლების პროფესიულ ნიშან-თვისებებსაც შეეხო. ასე ჩხუბით და ვაი-ვიშით დატოვა ისტერიაში ჩავარდნილმა ყოფილმა დეპუტატმა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

სხვა ახალი ამბები: