თენგიზ ჯგუშიას საკუთრებაში ორი იარაღია, ”ტეტე” და ”მაკაროვი”-არის თუ არა ჯგუშია ტიპიური ხულიგანი?

0

makarovზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი იმ დღიდან, როცა ის პარლამენტარი გახდა თან იარაღს ატარებს. მის კუთვნილებაში ორი ცეცხლსასროლი იარაღია ე.წ ”მაკაროვი” და ”ტეტე”. როგორც საინფორმაციო სააგენტოს სარწმუნო წყარომ აცნობა, თენგიზ ჯგუშიას მხოლოდ ერთი იარაღის ტარების უფლება ჰქონდა როგორც ყოფილ პარლამენტარს, თუმცა ჯერჯერობით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება თუ რომელი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა წუხელ, სოფელ რიყეში მომხდარი ინციდენტის დროს.

”ჯგუშია ტიპიური ხულიგანია. საკმარისია რომ ოდნავ შეზარხოშდეს და ეგრევე იყენებს იარაღს. ასეთი შემთხვევა ხშირად არის დაფიქსირებული როგორც მისი დეპუტატობის პერიოდში, ასევე მას შემდგომაც. 2003 წელს მან ეს იარაღი წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისროლა. ეს ფაქტი სოფელში ყველას ახსოვს. მეორე შემთხვევა იყო 2001 წელს, როცა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ჩამოვიდნენ ზუგდიდში. ”ნაციონალებსა და აწგარდაცვლილ ბადრი ზარანდიას შორის მოხდა მცირე ინციდენტი და შელაპარაკება. ამ დროს ადგილზე იმყოფებოდა თენგიზ ჯგუშიაც, რომელმაც ”ნაციონალების” მისამართით გაისროლა. ის მაშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ასეთი შემთხვევები უამრავი ფიქსირდება, ისეთებიც, რომლებიც გახმაურებული არ ყოფილა”-აცხადებს smo.ge-ს წყარო, რომელიც თენგიზ ჯგუშიას ყოფილი თანაგუნდელია.

სხვა ახალი ამბები: