თენგიზ ჯგუშია დაკავებულია

0

jgushiaზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამეგრელოს ხმის” ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის პოლიციამ დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავა. ჯგუშია ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.

შეგახსენებთ რომ თენგიზ ჯგუშიამ წუხელ სოფელ რიყეში მომხდარი ინციდენტის დროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ქვარაიას მისამართით ოთხჯერ ისროლა. მას თან ჰქონდა იარაღი, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა. ზუგდიდის პოლიციაში ამ ფაქტთან დაკავშირებით წუხელ გვიან ღამემდე იკითხებოდნენ, როგორც თავად დაზარალებული ქვარაია ასევე ფაქტის თვითმხილველები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციაში წუხელვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

თენგიზ ჯგუშიას დაკავება საინფორმაციო სააგეგენტო smo.ge-ს შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.

სხვა ახალი ამბები: