თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

0

531020_3329417052658_1971926200_n (1)ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის ყოფილ მაჟორიტარი დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამეგრელოს ხმის” ლიდერი თენგიზ ჯგუშია 2.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ჯგუშია თანხის შეტანამდე პატიმრობაში ისევ რჩება.

პროკურორმა ფელიქს ჯალაღონიამ თენგიზ ჯგუშიას პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, ხოლო ადვოკატმა ჯიტა გულუამ სასამართლოს თენგიზ ჯგუშიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა.  ადვოკატმა ჯიტა გულუამ სასამართლოს გირაოს თანხა 5.000 ლარი შესთავაზა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცანავამ თენგიზ ჯგუშიას გათავისუფლების სანაცვლოდ 2.000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. დასახელებული თანხის გადახდამდე ჯგუშია პატიმრობაში დატოვა.

თენგიზ ჯგუშიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურამ ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლით წარუდგინა. 236-ე მუხლის მესამე ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდვას, დამზადებას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, რაც 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ხელუგნობას (3-დან 7-წლამდე).

თენგიზ ჯგუშიას წინასასამართლო პროცესი ზუსტად ორ თვეში გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: