თენგიზ ჯგუშია უარყოფს, რომ მან მანანა კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა სთხოვა

0

jgushiaზუგდიდის ყოფილი დეპუტატმა, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ მისი და ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ქვარაიას შორის დაპირისპირების დეტალებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

თენგიზ ჯგუშიამ განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი გამაფრთხილებელი გასროლის გაკეთება იყო, რის შემდეგაც სიტუაცია შეძლებისდაგვარად განიმუხტა. გამომდინარე აქიდან შევარდნაძის გუნდის ყოფილი წევრი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყველაზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

თენგიზ ჯგუშიამ რეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებასაც უპასუხა. თენგიზ ჯგუშიამ უარყო ის ფაქტი, რომ თითქოს ის კობახიძეს ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიოანებასა და პარტიის ხელმძღვანელობას სთხოვდა, თუმცა კობახიძესთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა. თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ მას არავისთვის უთხოვია ყოფილიყო ზუგდიდში კოალიცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია მეცხრე არხთან სატელეფონო საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია კოალიცია ”ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას პირადად მას სთხოვდა.

”ეს ადამიანი სულ ორჯერ მყავს ნანახი. ერთხელ პარლამენტში შევხვდი. მას უნდოდა ჩვენი პარტიის წევრობა და ჩვენი პარტიის თავმჯდომარეობაც, თუმცა მისი კანდიდატურა ჩვენ ნამდვილად არ განგვიხილია, პოლიტსაბჭოზე მსგავსი რამ არ მომხდარა. მე არ ვიცი ეს ადამიანი რით სარგებლობს და რაში იყენებს ჩვენს სახელს”-განაცხადა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია ”მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში.

სხვა ახალი ამბები: