თენგიზ ჯგუშიას დღეს ძველი ცოდვები გაუხსენეს (VIDEO)

0

jgushiaზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ასდღიანი მუშაობის შედეგები შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და გამგებლის მოადგილეებმა გიორგი თოდუამ და გურგენ სართანიამ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. თავდაპირველად მათ მიერ წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელებული და ასევე განსახორციელებელი პროექტების შესახებ გაკეთებული მოხსენებები, რის შემდეგაც ჩართულობის ცენტრში მისულმა სტუმრებმა გამგეობის წარმომადგენლებს კითხვები დაუსვეს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას უხმაუროდ არ ჩაუვლია. ამის მიზეზი გახდა ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის თენგიზ ჯგუშიას მიერ გაკეთებული განცხადება და დაუფარავი კრიტიკა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისა და მისი მოადგილეების მიმართ. დარბაზში მყოფმა სტუმრებმა გააპროტესტეს თენგიზ ჯგუშიას მიერ გამოთქმული აზრები და ის შეხვედრის რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს. ჯგუშიას გამოსვლა გააპროტესტა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ლიდერმა ანი წითლიძემაც, რომელმაც თენგიზ ჯგუშიას ასეთი სიტყვებით მიმართა. “ბატონო თენგიზ ჩვენ ყველამ დავსვით კითხვები და მოვისმინეთ ამ კითხვებზე პასუხები, თქვენ რითი ხართ პრივილეგირებული, რომ დარბაზს გამოსვლებისთვის იყენებთ?” გარდა ამისა დარბაზიდან ისმოდა შეძახილები “შენ თავის დროზე არ გაგიკეთებია ზუგდიდისთვის არაფერი და ახლა აქ რას ქადაგებო”, ” თენგიზ ჯგუშია ამ შეხვედრას თავისი პიარისთვის იყენებს, რაც დაუშვებელია”

მოგვიანებით დარბაზში შეკრებილთ შემოუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია, რომლის დანახვაც ყოფილ მაჟორიტარს ნამდვილად არ გახარებია. მომდევნო კრიტიკული გამოსვლისას კი დაპირისპირება თავად ლალი ანთიასა და თენგიზ ჯგუშიას შორის მოხდა. სიტყვიერი ურთიერთდაპირისპირების შემდეგ ორივე მათგანმა პრესისთვის კომენტარები გააკეთა. თენგიზ ჯგუშიამ ლალი ანთიას გამგეობის მმართველი ძალა და ოდიოზური ფიგურა უწოდა. მისი განცხადებით ზუგდიდის გამგეობას ძირითადად ლალი ანთიია მართავს. საპასუხო განცხადება გააკეთა ლალი ანთიამაც და თენგიზ ჯგუშიას ძველი ცოდვებიც გაუხსენა.

“თენგიზ ჯგუშია ბოდავს როცა აცხადებს, რომ თითქოს მე ვმართავ გამგეობას. ეს მისი მორიგი სისულელეა. მე კი გეტყვით, რომ პირიქით მას მართავს მიშა სააკაშვილი. მიშას მარჯვენა ხელი კობა ნაყოფია მისი შვილის ნათლიაა. თუ არ ახსოვს ჯგუშიას, მე შევახსენებ, რომ სწორედ ის ხრავდა პენსიონრებს იმ პერიოდში, როცა ის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ის და მისი ხელდასმული ბეჟან შანავა, რომელიც სოცუზრუნველყოფის უფროსი იყო პენსიონრებს თითო ლარს აჭრიდნენ. ამაში კი ისევ და ისევ მისი გუნდის წევრი და იმჟამად სახალხო ბანკის მმართველი ბესიკ ჭეჟია ეხმარებოდა. ასეთი კაცი საერთოდ არ უნდა გამოდიოდეს საზოგადოებაში, თუმცა რა ქნას, მას ხომ დავალებული აქვს სამეგრელოში სიტუაციის არევა. კიდევ უსირცხვილოდ დგას და იძახის დავიცვათ 1 ოქტომბრის მონაპოვარიო. რომელ მონაპოვარზე ამბობს ადამიანი, რომელიც 9 წელი კაცის შვილმა არ იცის სად, რომელ სოროში იმალებოდა? ისე კი თავისთვის კარგად აკეთებდა ნაყოფიასთან ერთად ფულებს. ჰქონდა “ვინსტონის” ბიზნესი. 1 ოქტომბერი ჯგუშიას მონაპოვარი კი არა, ბიძინა ივანიშვილის მონაპოვარია”- აცხადებს ლალი ანთია.

 

სხვა ახალი ამბები: