აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შს მინისტრად ბესლან ხაგბა დაინიშნა

0

pictureაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად ბესლან ხაგბა დაინიშნა. ამის შესახებ აფხაზეთის მედია საშუალებები იტყობინებიან. თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალი შს მინისტრის დანიშნვას ხელი უკვე მოაწერა. რაც შეეხება რაულ ლოლუას, მისი განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დილით დაკმაყოფილდა.

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე ყოფილი შს მინისტრი 12 მაისს სოხუმში მომხდარ ინციდენტს შეეწირა. დე ფაქტო პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან რამდენიმე საათში რაულ ლოლუას განცხადება გათავისუფლების შესახებ თავად დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ დააწერინა.

სხვა ახალი ამბები: