თინათინ ხიდაშელი: “უკვე მინისტრები ვართ”

0

xiidasheliiუმრავლესობის აწ უკვე ყოფილი წევრი და გამინისტრებული დეპუტატი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ის უკვე მინისტრია და ამის თქმის უფლებას მას საქართველოს კონსტიტუცია აძლევს. ხიდაშელის განცხადებით “კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კანდიდატს, წარდგინებას და ასეთებს.

“სამი ამბავი მინდა დავწერო თბილისისკენ მომავალმა
1. ამ სივრცეში ზუსტად ისევე დავრჩები როგორც ვიყავი შესაძლოა ცოტა დროში დავაგვიანო ხოლმე და მაპატიეთ
2. დღეს ვთქვი უკვე მინისტრი ვარ-თქო და გავიგე რომ აჟიოტაჟი გამოუწვევია. შესაძლოა უხერხულად მოგეჩვენოთ მაგრამ ასეა კონსტიტუციით ჩემო ძვირფასებო. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კანდიდატს, წარდგინებას და ასეთებს. უკვე მინისტრები ვართ (ვოცნებობდით ამაზე თუ არა) და პარლამენტი ნდობას გამოგვიცხადებს თუ არა ეს უკვე სხვა საქმეა.
3. მთავრობის ყველა წევრი მთავრობის წევრია, დღეს დანიშნულების ჩათვლით და ყველა ერთად მოდის პარლამენტში ნდობაზე.
სულ ეს არის

P.S კითხვაა ქვევით მინისტრი როგორ ხარ თუ არ დაგამტკიცებენო და მადლობა კარვი კითხვაა. ზუსტად ისე როგორც მაგალითად თამარ ბერუჩაშვილი ან ვახო გომელაური,”-წერსfacebook-ის საკუთარ გვერდზე თინათინ ხიდაშელი.