თინა ხიდაშელი: “მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები”

0

xidasheliსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი დღეს პრემიერ ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ალასანიას მიმართ გამოყენებულ ეპითეტებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ხიდაშელის განცხადებით, მას არ ჰყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები.

“მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები, თან 24 წელი ასეთებთან მეგობრობა გაძნელდებოდა  არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია. აი, პირიქით კი – რამდენიც გინდაც. ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება ულევი…ამბიციური კი კარგია“– წერს თინა ხიდაშელი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ირაკლი ალასანია „ერთ უჭკუო, ამბიციურ ავანტიურისტ მინისტრად“ მოიხსენია, „ღალატში“ და  „ნაციონალური მოძრაობის “ლობირებაში“ დაადანაშაულა.

სხვა ახალი ამბები: