თომას ჰამერბერგი თვლის რომ უნდა დაიკითხოს ყველა, ვინც ომზე ინფორმაციას ფლობს

0

1362485753_860492_496096857118519_1234416051_o

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამერბერგი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებამ ბევრი გაუგებრობა და მცდარი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მისი განცხადებით, ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები იკვლევს არა იმას, თუ ვინ და როგორ დაიწყო ომი, არამედ იმას, რამდენად დაირღვა ადამიანის უფლებები.

„2008 წლის შემდეგ, 1-2 თვეში, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგის სასამართლოში შევიდა საჩივრები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებს შეეხებოდა – მათ შორის ტყვეების უფლებების. სწორედ ამ საჩივრების საფუძველზე, ორივე სასამართლომ დაიწყო მოკვლევა, ჰქონდა თუ არა ადგილი ადამიანის უფლებათა დარღვევას ომის დროს საქართველოში. ისინი იკვლევენ ეთნიკური წმენდის, წამების, უხეში და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს და არა იმას, თუ ვინ და როგორ დაიწყო ომი. ომის დროს ორივე მხარემ დაარღვია ადამიანის უფლებები და სასიხარულოა, რომ ამის შესწავლა მიდის“, – განაცხადა ჰამერბერგმა და დასძინა, რომ მისთვის ცნობილია საქართველოს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების შესახებ და უნდა დაიკითხოს ყველა, ვინც 2008 წლის ომის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობს.

სხვა ახალი ამბები: