თორნიკე კილანავამ საკუთარ უწყებაში პროკურორის როლი მოირგო

1

აფხაზეთის მთავრობა სამეგრელო ზემო სვანეთის წარმოადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ და მისმა მოადგილემ , მთავრობის თავმჯდომარის გია ბარამიას ახლო ნათესავმა ზაალ ხურცილავამ გუშინ თანამშრომლებს თითო თითოდ დაკითხვა მოუწყვეს. მიზეზი კი საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ზე ამ უწყების ერთ ერთი თანამშრომლის, ოთარ ბერიშვილის მიერ დაფიქსირებული პოზიცია გახლდათ. ცნობისათვის, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი სისტემის მსხვერპლია და ის უნდა წავიდეს. ამის დამადასტურებელი აუდიო მასალა საინფორმაციო სააგენტოში არსებობს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საჯაროდ გამოვაქვეყნებთ.

281970_120642508031819_709541_nროგორც ჩვენთან საუბარში სარწმუნო წყარო აცხადებს, კილანავა-ხურცილავას რისხვა ყველაზე მეტად თავს დაატყდა ოთარ ბერიშვილს, რომელმაც SMO.GE-სთან მსგავსი ფრაზა თქვა.

“აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში მუშაობენ როგორც თავად ოთარ ბერიშვილი, ასევე მისი შვილიც, რაც ასევე დიდი კანონდარღვევაა. მან სხვისთვის თუ იცის კანონები საკუთარ თავზეც უნდა მოირგოს.ლაპარაკობენ რეორგანიზაციაზე და შეკვეებით გვაშინებენ ხელმძღვანელები. ჩვენ მზად ვართ კონკურსშიც მივიღოთ მონაწილეობა და დარწმუნებული ვართ ბევრი ჩვენთაგანი არ დაკარგავს თავის ადგილს. რაც შეეხება კილანავა –ხურცილავას წყვილს, ასე რომ ემუშავათ დევნილებთან მიმართებაში, ეს უწყება იქნებოდა გაცილებით ეფექტური, მოქნილი, ავტორიტეტული და პოზიტიურ ქმედებებზე ორიენტირებული,”-აცხადებს წყარო

სხვა ახალი ამბები: