თსუ-ს არქეოლოგები წალენჯიხაში გეოფიზიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ

0

image_largeდღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და იენის უნივერსიტეტის პროფესორები წალენჯიხის რაიონის სოფ. ლესალეში წინასწარ მოსამზადებელ გეოფიზიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ. მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად მომავალი არქეოლოგიური გათხრებისთვის ადგილი შეირჩევა.

ამ ადგილებში შემთხვევითი აღმოჩენების საფუძველზე შარშან სადაზვერვო სამუშაოები ჩატარდა. სადაზვერვო სამუშაოების დროს თსუ არქეოლოგებმა ძვ. წ. VII-IV საუკუნეების პერიოდის კერამიკისა და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები, აგრეთვე, ადრებიზანტიური ხანის არქიტექტურული ნაშთები აღმოაჩინეს.

სოფელ ლესალეში მოსამზადებელ სამუშაოებს თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის და იენის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, თსუ მინერალოგიის ინსტიტუტის გეოდეზიის მიმართულების პროფესორები და დოქტორანტები ჩაატარებენ.

სხვა ახალი ამბები: