თსუ-ს პირველი კორპუსი პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკანა გასასვლელიდან დატოვა

1
920411_575633842467001_782702082_oპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თსუ–ის პირველი კორპუსი უკანა გასასვლელიდან დატოვა. “მიშა შენ ნაძირალა ხარ!“ “მიშა, შენ მკვლელი ხარ!” ასე სკანირებდნენ ის სტუდენტები, რომლებმაც პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხეს.
სააკაშვილის მიერ  ტერიტორიის დატოვებისას ადგილზე მობილიზებულმა  აქციის მონაწილეთა ნაწილმა თსუ–ის პირველი კორპუსის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლა და პრეზიდენტს   მათ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდა,   თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თსუ–ის სტუდენტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
სტუდენტების ნაწილი უკმაყოფილოა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი შეცდომებიც აღიარა.
“შეხვედრა ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. განსაკუთრებული აქცენტი შრომის კოდექსზე და თსუ-ის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხზე გაკეთდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უფრო მეტ სტუდენტს გაუშვებდა სასწავლებლად და უფრო მეტ მათგანს დააფინანსებდა, სამომავლოდ პრეზიდენტობა კიდევ რომ შესძლებოდა. მან საკუთარი შეცდომებიც აღიარა, თუმცა შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილები მაინც არ ვართ. მიხეილ სააკაშვილმა ბევრ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. მისი პასუხები არადამაკმაყოფილებებლი იყო. შესაბამისად, მთლიანობაში, მისი დღევანდელი გამოსვლა არაფრისმომცემი იყო. ვერ მივიღეთ პასუხი როგორც სოციალურ თემაზე, ისე უნივერსიტეტის ავტონომიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ერთ-ერთმა სტუდენტმა მიმდინარე წლის 1 მაისის აქციაზე სტუდენტების დაკავების თემაზე დასვა კითხვა და ამის შეფასება ითხოვა, სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ პოლიციამ სტუდენტებთან მიმართებაში ძალას გადაამეტა”, – აცხადებს შეხვედრის მონაწილე სტუდენტების ნაწილი.

 

სხვა ახალი ამბები: