თურქეთის პოლიციამ ქართველი მამაკაცი 86.700 დოლარის მითვისებისთვის დააკავა

0

HABERსაქართველოს მოქალაქე თურქეთის პოლიციამ  ართვინში საზღვარზე მაშინ დააკავა, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.  ჟ.ა.  თაღლითობაშია ეჭვმიტანილი და მალე იზმირის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

როგორც თურქული მედია იუწყება ჟ.ა -ს თაღლითური გზით , 86 ათას 700 დოლირი მიუთვისებია. ეჭვმიტანილი თანამზრახველთან ერთად თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში საიუველირო მაღაზიებში მომუშავე პირებს თავს რუსეთის მოქალაქედ აცნობდა და მათ ფულის გადახურდავებას სთხოვდა.  ქართველებს ხელჩანთაში წინასწარ მომზადებული ერთდოლარიანი კუპიურები ჰქონდათ და   ფულის გადახურდავებისას მსხვილ კუპიურებში მალულად ცვლიდნენ.

თურქეთის პოლიციას თაღლითი ქართველების შესახებ არაერთმა დაზარალებულმა მიმართა, მათ შორის ქალაქებიდან ბალიქსეირიშიდან, თექირდაღშიდან  და ედირნეშიდან.  ძიების შედეგად სამართალდამცველებმა მხოლოდ ერთი პირი დააკავეს.  მ.ბ-მ კი მიმალვა მოახერხა.

თურქეთის პოლიცია კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

სხვა ახალი ამბები: