თურქეთის პრემიერი თავის ქართულ წარმომავლობაზე საუბრობს

0

erdoganiთურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავის ქართულ წარმომავლობაზე ისაუბრა. ერდოღანი არც იმას მალავს, რომ მას ძალიან უყვარს საქართველო.

“მე ეროვნებით თურქი არ ვარ. დავიბადე რიზეში,სოფელში რომელსაც ბერძნული სახელი აქვს. ფესვები კი ქართული მაქვს.ძალიან მიყვარს თურქეთის მეზობელი ეს პატარა ქვეყანა. ქართული ენაც ძალიან ლამაზია და ახლა ჩვენ დავიწყეთ ქართული კულტურული ძეგლების რესტავრაცია და აღდგენა. ეს მთელი თურქეთისთვის საამაყო საქციელია” – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.